„დარიო რადიო“ წარმოგიდგენთ ტატიანა მონტიკს, ჟურნალისტს, მწერალს, პროზაიკოსსა და პოეტს, ქართული პოეზიის მთარგმნელს, იოგას, ბუნებისა და მთის მოყვარულს — ერთი სიტყვით, ძალზე საინტერესო პიროვნებას. იგი უკვე მეცხრე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს ორ ვაჟიშვილთან ერთად და ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი და გულშემატკივარია. ტატიანა გერმანიის მოქალაქეა, წარმოშობით — ბელორუსი. ჩვენ მოვიწვიეთ იგი, რათა თვითონ გაგაცნოთ თავისი ცხოვრება და შემოქმედება, დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველებისადმი. ინტერვიუ ქართულად იწყება, შემდეგ კი რუსულად გრძელდება, რადგან ტატიანასთვის ასე უფრო იოლია. ესაუბრა ირაკლი ლომოური
დარიო-რადიო © მასალის გამოყენებისათვის დაგვიკავშირდეით